აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს 20 თვეში - 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით - ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებებში 199 586 ლარი აქვს დახარჯული

      საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. პრეზიდენტის სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაციას Ipress-ი ადმინისტრაციის ოფიციალურ პასუხზე დაყრდნობით ავრცელებს. არ კონკრეტდება ქვეყნები, სადაც ამ პერიოდში მარგველაშვილი იმყოფებოდა, თუმცა, ცნობილია, რომ მას ყველაზე მეტი სამივლინებო თანხა 2016 წლის აპრილში გამოეყო - 78 153 ლარი, ყველაზე ცოტა კი 2017 წლის ივნისში აქვს დახარჯული - 1638 ლარი. ამასთან, პრეზიდენტს მივლინებისთვის საერთოდ არ აქვს დახარჯული თანხები 2016 წლის იანვარსა და თებერვალში, ასევე სექტემბერსა და ოქტომბერში. პრეზიდენტის მივლინებისთვის თანხები არ გამოყოფილა არც მიმდინარე წლის იანვარში, აპრილში, ივლისსა და აგვისტოში.