უცხოეთი
საქართველო, 5 ოქტომბერი. საქინფორმი. სერგეი ლავროვის თქმით, ტერორისტების წახალისებით, რომ თავს დაესხან სირიის სამთავრობო არმიასა და რუს სამხედროებს, აშშ სახიფათო თამაშს თამაშობს.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მოსკოვი ვაშინგტონის აგრესიულ ნაბიჯებს უპასუხოდ არ დატოვებს, თუმცა პოლიტიკური ჩიხის დაძლევა სურს.
ლავროვი ფიქრობს, რომ აშშ-ის მეთურობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის წევრები და ამბოხებულთა ჯგუფები ხშირად იმგვარად მოქმედებენ, რაც ე.წ. „ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების ინტერესებშია.
სერგეი ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ სირიაში აშშ ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს.
1tv.ge