უცხოეთი
ვლადიმირ პუტინი - კიმ ჩენ ირმა ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში მითხრა, რომ ატომურ ბომბს ფლობს

      საქართველო, 5 ოქტომბერი. საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თქმით, კიმ ჩენ ირმა მას ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში უამბო, რომ ჩრდილოეთ კორეას ატომური იარაღი აქვს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა „ენერგეტიკულ ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„2001 წელს იაპონიაში ჩავსლამდე მე ვიყავი ჩრდილოეთ კორეაში და შევხვდი დღევანდელი ლიდერის მამას. მან ჯერ კიდევ მაშინ მითხრა, რომ მათ აქვთ ატომური ბომბი. მეტიც, მან მითხრა, რომ ჩვეულებრივი საარტილერო დანადგერებიდანაც შეეძლო სეულის დაბომბვა. ეს იყო ჯერ კიდევ 2001 წელს, ახლა კი 2017 წელია. ქვეყანას, რომელიც მუდმივად სანქციების პირობებში ცხოვრობს, ახლა ატომურის ნაცვლად, წყალბადის ბომბიც აქვს“, - განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებული ცდები უფრო მეტად რუსეთს აწუხებს, ვიდრე აშშ-ს. „ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ცდები პოლიგონი რუსეთდან 200 კილომეტრში მდებარეობს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

1tv.ge