საზოგადოება
იტალიის ქალაქებში სხვადასხვა ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

      საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს ორი მოქალაქე გრესოტოსა და ფლორენციაში საპატრულო პოლიციის მიერ ჩატარებული რეიდების დროს დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი 1991 წელს დაბადებული მამაკაცია, რომელიც სატვირთო ავტომობილს მართავდა. მას ყალბი მართვის მოწმობა აღმოაჩნდა. კიდევ ერთი ყალბი დოკუმენტი პოტრემოლის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა აღმოაჩინეს. ამ შემთხვევაშიც დამნაშავე საქართველოს მოქალაქე იყო, რომელიც სარდინიაში დარეგისტრირებული სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლად იყო გაფორმებული. მას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაყალბების ბრალდებით 5000 ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევს.