აქტუალური
საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა. როგორც თურქეთის ლიდერმა თქვა, ევროკავშირი თურქეთთან სხვადასხვა სფეროში სათანადოდ არ თანამშრომლობს. მათ შორის ერდოღანმა ტერორიზმთან ბრძოლაც დაასახელა. "თურქეთს აღარ სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ თუ ევროკავშირს მართლაც სურს, რეალურ წინსვლას მიაღწიოს, მან უნდა მისცეს თურქეთს წევრობა, რადგან სწორედ ამ გზით შეძლებს ევროკავშირი, ეკონომიკურ და კულტურულ გაფართოებას მიაღწიოს", - განაცხადა ერდოღანმა.