უცხოეთი
სერბეთის პრეზიდენტმა კოსოვოსა და კატალონიის მოვლენები შეადარა

     საქართველო, 4 ოქტომბერი. საქინფორმი. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ევროკავშირი ფარისევლობასა და ორმაგი სტანდარტების გატარებაში დაადანაშაულა, რადგან ორგანიზაციამ კატალონიის რეფერენდუმი არაკანონიერად აღიარა, ხოლო სერბეთისგან გამოყოფილი რეგიონი კოსოვო დამოუკიდებლად გამოაცხადა.
"კითხვა, რომელსაც დღეს ყველა სერბი სვამს: როგორ მოხდა, რომ კატალონიის რეფერენდუმის შედეგები არალეგიტიმურია, მაშინ როდესაც კოსოვოს გამოყოფა რეფერენდუმის გარეშეც კი აღიარეს?", - განაცხადა ვუჩიჩმა.
კოსოვოს ომი, 1996 წელს, ალბანელ სეპარატისტებსა და იუგოსლავიის სამოკავშირეო რესპუბლიკას შორის მოხდა. 1999 წლის მარტში ომში ჩაერია ნატო და იუგოსლავია დაბომბა. 2008 წლის 17 თებერვალს კოსოვოელმა ალბანელებმა კოსოვოსა და მეტოქიის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.
2 ოქტომბერს, ევროკომისიამ განაცხადა, რომ ესპანეთში მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, რეფერენდუმის ჩატარების უფლება მხოლოდ ცენტრალურ მთავრობას აქვს. შესაბამისად, კატალონია, როგორც ავტონომიური ერთეული, ცალმხრივად რეფერენდუმს, კანონის ფარგლებში, ვერ ჩაატარებს.
1 ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი რეფერენდუმი ჩატარდა. ესპანეთის ხელისუფლებას პროცესის ჩაშლა სცადა. ხმის მიცემა ესპანურ პოლიციასთან დაპირიპირებისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. ბოლო ინფორმაციით, დაშავდა, სულ ცოტა, 800 ადამიანი.
კატალონიის ხელისუფლების განცხადებით, რეფერენდუმს მხარი ამომრჩეველთა 90,09%-მა დაუჭირა.

imedinews.ge