საზოგადოება
ბორჯომის ხეობაში ტყის აღსადგენად სპეციალურ ანგარიშზე უკვე მილიონ 770 ათასი ლარი ჩაირიცხა.

      საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პირველ არხს ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ცნობით, ამ თანხაში ჯერ არ არის გათვალისწინებული საქველმოქმედო მატჩის შედეგად მიღებული შემოსავალი. სპეციალურ ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ისე კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.
საქართველოს მთავრობამ ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად სპეციალური ანგარიშების გახსნის შესახებ განცხადება მიმდინარე წლის 24 აგვისტოს გაავრცელა.