საზოგადოება
თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)

      საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები, პარტიის წევრები  და მხარდამჭერები ესწრებოდნენ.
„საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველი ოქტომბერი ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა ყოველთვის იყო, არის და იქნება ადამიანი და მისი კეთილდღეობა. ჩვენი საარჩევნო პროგრამა, ხედვა და მიდგომა განპირობებულია იმ მიმართულებით, რომ დედაქალაქი უფრო ლამაზი, უფრო კეთილმოწყობილი და განვითარებული იყოს“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა (ვიდეო იხ. აქ).
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი კომპანია „აის ბრეიქერმა“ მოამზადა (ვიდეო იხ. აქ). კლიპის რეჟისორები გიორგი ებრალიძე და ჯაბა მელქაძე არიან, პროდიუსერი - ელენე კოლელიშვილი, არანჟირება კი გიორგი ასანიშვილს ეკუთვნის.