საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ლარის გაცვლითი კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებაში 2.5-ის ნიშნულზეა. სწორედ ამ კურსით გეგმავს მთავრობა მომავალ წელს საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ არსებული დავალიანების გასტუმრებას.
ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2018 წლის ბოლოსთვის არა უმეტეს 18 მილიარდ 123 მილიონ 400 000 ლარი იქნება, მათ შორის სახელმწიფო საგარეო ვალი 14 მილიარდ 195 მილიონ 700 000 ლარი, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი - 3 მილიარდ 927 მილიონ 700 00 ლარი.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც ლარის გაცვლითი კურსი 2.5-ის ნიშნულზეა.
მთავრობამ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს უკვე წარუდგინა.
ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12.298 მლრდ ლარით განისაზღვრა, მათ შორის: შემოსავლები 10 120.0 მლნ ლარია, გრანტები - 265 მლნ, ხოლო სხვა შემოსავლები - 385 მლნ ლარი.