აქტუალური
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 16.4 მლრდ აშშ დოლარია

      საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი $16.4 მლრდ-ია (Q2/2017), ბოლო 4 კვარტლის მშპ-ს 113.1%.
სებ-ის ინფორმაციით, II კვარტალში ვალი $617 მლნ-ით გაზრდილია. საოპერაციო ცვლილების ეფექტია $385.1 მლნ, საკურსოსი - $ 208.6 მლნ, ფასის და სხვა ცვლილებების გამო - $4.6 მლნ და $18.8 მლნ.
სახელმწიფო საგარეო ვალი $7.0 მლრდ-ს შეადგენს (16.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 48%-ია.
სამთავრობო სექტორის ვალია $5.0 მლრდ (12.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 34.4%); სებ-ის ვალდებულებები – $244.6 მლნ (589 მლნ ლარი; მშპ-ს 1.7%); სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად -$835.8 მლნ (მშპ-ს 5.8%) და $885.2 მლნ (მშპ-ს 6.1%).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა $3.4 მლრდ (მშპ-ს 23.6%); სხვა სექტორების - $5.2 მლრდ (მშპ-ს 36%); კომპანიათაშორისი – $2.5 მლრდ (მშპ-ს 17.4 %).
მთლიანი საგარეო ვალის 92% უცხოურ ვალუტაშია.