უცხოეთი
გერჰარდ შროდერი "როსნეფტის" ბორდის თავმჯდომარედ აირჩიეს

      საქართველო, 3 ოქტომბერი. საქინფორმი. გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შროდერი, რუსული კომპანია "როსნეფტის" ბორდის თავმჯდომარედ აირჩიეს. გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი უმსხვილესი ნავთომკომპანიის აქციონერებმა მიიღეს.
შეხვედრის დასრულებისთანავე 73 წლის შროდერმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მისი თავმჯდომარედ არჩევის გამო მოხარულია.
აგვისტოში "როსნეფტის" ბორდში შროდერის კანდიდატურის წარდგენის შემდეგ გერმანიის ყოფილი კანცლერი, რომელსაც პოსტი 1998-2005 წლებში ეკავა, სამშობლოში პოლიტიკური სპექტრის მხრიდან მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა.

rustavi2.ge