საქართველო, 3 ოქტომბერი. საქინფორმი. ევროკომისიამ კატალონიაში ჩატარებულ რეფერენდუმს უკანონო უწოდა. ამის შესახებ განცხადება ბრიუსელში ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარგარიტი სსხინასმა გააკეთა.
„ესპანეთის კონსტიტუციის მიხედვით, გუშინ კატალონიაში გამართული ხმის მიცემის პროცესი უკანონოა. ეს ესპანეთის შიდა საქმეა, რომელიც ესპანეთის საკონსტიტუციო წესრიგის ფარგლებში უნდა გადაიჭრას“ - აღნიშნა სხისანმა.
მისივე თქმით, რეფერენდუმი, რომ ესპანეთის კანონმდებლობის ფარგლებში ჩატარებულიყო და კატალონია დამოუკიდებელი გამხდრიყო, ის ევროკავშირს მიღმა აღმოჩნდებოდა.
კატალონიის რეფერენდუმის პირველადი შედეგები ცნობილია.
კატალონიის მთავრობის განცხადებით, რეფერენდუმში მონაწილე 90%-მა რეგიონის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. 5,3 მილიონი ამომრჩევლიდან ხმა მისცა 2,2 მილიონმა ადამიანმა, შესაბამისად აქტივობამ 42% შეადგინა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
1 ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი რეფერენდუმი ჩატარდა. ხმის მიცემა ესპანურ პოლიციასთან დაპირიპირებისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. რეგიონის მასშტაბით სულ 2315 უბანი იყო მოწყობილი, თუმცა პოლიციამ 312 მათგანის დახურვა, ზოგიერთი უბნიდან კი დოკუმენტების ამოღება შეძლო.
შეტაკებების შედეგად , ბოლო მონაცემებით, 800-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის რეფერენდუმს არ აღიარებს.
newposts.ge