პუბლიკაციები
„დსთ-ს ყველა ქვეყანა, რუსეთის გამოკლებით, აშშ-ის სამხედრო პასუხისმგებლობის ზონას წარმოადგენს“ - საქართველოს როლი „ცეერუს“ ახალ გეგმაში

      “საქართველო ყოფილი სსრკ-ი ერთადერთი რესპუბლიკაა, რომელსაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს.
საქართველო ერთადერთია ამიერკავკასიის სამი რესპუბლიკიდან, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის ყველა რეგიონს ესაზღვრება კრასნოდარის მხარიდან დაღესტნამდე.
საქართველოზე კონტროლი ნიშნავს კონტროლს მილსადენებზე, რომლებიც კასპიის რეგიონს ევროპის ქვეყნებთან აკავშირებს, ამიტომ საქართველოს ნატოში შეთრევა სურთ!“
 
საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. ნატოს გააქტიურება კავკასიის მიმართულებით და, კერძოდ, საქართველოში ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის გაშლა პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის, აგრეთვე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის, - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მისამართით ამგვარი გაფრთხილებით გამოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.  სმოლენსკის მოედნიდან ამ განცხადებამ ფოთის პორტში აშშ-ი სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზის გახსნისათვის საქართველოს აქტიური მზადების ფონზე გაიჟღერა.
სექტემბერში საქართველოში ჩატარდა საქართველო-ნატოს რვადღიანი მრავალეროვანი სამხედრო წვრთნა, რომლის მიმდინარეობისას ალიანსის ინსტრუქტორები ქართველ სამხედროებს ჯავშანსატანკო არმადის, აგრეთვე პირობითი მოწინააღმდეგის სამხედრო-საჰაერო ძალების შეტევის მოგერიებას ასწავლიდნენ. პირობით მოწინააღმდეგედ, რა თქმა უნდა, რუსეთი იგულისხმებოდა.
საქართველო ყოფილი სსრკ-ი ერთადერთი რესპუბლიკაა, რომელსაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს. ეს 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მშვიდობისთვის იძულების ხუთდღიანი ოპერაციის შედეგია, რომლის შემდეგ მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. პასუხად ოფიციალურმა თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ განაცხადა და მას შემდეგ ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობაა. ეს ბევრად არის განპირობებული იმით, რომ საქართველომ ნატოში შესვლაზე აიღო კურსი, თუმცა მოსკოვი აფრთხილებს, რომ არ დაუშვებს თავის სამხრეთ საზღვრებთან ალიანსის ჯარების გამოჩენას.
ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ალიანსის სამხედრო სტრუქტურის განლაგება ხდება, რეგულარულად ტარდება სამხედრო წვრთნები, რომელთა მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება, ინერგება შეიარაღებული ძალების და მათი მართვის ნატოსეული სტანდარტები“, - განაცხადა რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.
რატომ გაისმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს განცხადება ნატოს მისამართით გაფრთხილებით სწორედ ახლა? პრობლემა ის გახლავთ, რომ როგორც Правда.Ру-ს რუსეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებასთან დაახლოებულმა წყაროებმა აცნობეს, ბოლო რამდენიმე თვეში „ცეერუს“, პენტაგონისა და ნატოს ინსტრუქტორები, რომლებიც მუდმივ კონსულტანტებად მუშაობენ საქართველოს მთავრობაში, აქტიურ მუშაობას ეწევიან ამიერკავკასიის ამ რესპუბლიკის თანდათანობითი ინტეგრაციისათვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოლიტიკურ და სამხედრო სტრუქტურაში.
საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ინფრასტრუქტურის გაშლის მასშტაბსა და ქართული არმიის ალიანსის სტანდარტებზე გადასვლაზე საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის ხელმძღვანელობით ჩატარებული წვრთნების სიხშირე მეტყველებს.
30 ივლისს თბილისის მახლობლად, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე სტარტი აიღო ორკვირიანმა მრავალეროვნულმა წვრთნებმა ღირსეული პარტნიორი - 2017“ (Noble Partner) რომელშიც 2,8 ათასი სამხედრო მონაწილეობდა ნატოს წევრი და პარტნიორი რვა ქვეყნიდან. აღსანიშნავია, რომ მანევრებს პირადად ადევნებდა თვალს აშშ-ი ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი.
3-11 სექტემბერს ორფოლოს პოლიგონზე საქართველოს ქალაქ ახალციხეში მიმდინარეობდა საქართველო-ნატოს მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები Agile Spirit 2017, ამჯერად - აშშ-ი საზღვაო ქვეითთა აქტიური მონაწილეობით. წვრთნების მიზანი მეტად გულახდილად იყო მონიშნული - ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივი ოპერაციების ჩატარების ხერხების დამუშავება.
მარტის შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოლაპარაკებას აწარმოებენ ქართულ პორტ ფოთშინატოს სანაპირო დაცვის ბაზისშექმნის თაობაზე. ამის შესახებ თავად საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა - ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა. სინამდვილეში, ყველაფერს თავის სახელს თუ დავარქმევთ, ლაპარაკია ვაშინგტონის და ბრიუსელის გეგმებზე - ფოთში უახლოეს ხანებში შეიქმნას ინფრასტრუქტურა აშშ-ი სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზის მოსაწყობად.
ამერიკული ფლოტის დისლოკაციის მეორე პუნქტად ბათუმი იგეგმება. 2016 წლის თებერვალში იქ ჩატარდა წვრთნები ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალების ნაღმსაწინააღმდეგო ჯგუფის (SNMCMG2) ოთხი სამხედრო ხომალდის და ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის, კონტრ-ადმირალ ჯორჯო ლაციოს მონაწილეობით, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს შეხვდა.
მოსკოვის მხრიდან არაერთი მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად, ოფიციალური თბილისი ყველა შესაძლო ხერხით ცდილობს, დააჩქაროს თავისი გზა ნატოსკენ. საქართველოს ნატოში შესვლის საკითხი ქვეყნისათვის მთავარ პრიორიტეტად რჩება“, - დარწმუნებულია მისი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი პასუხად აცხადებს: უკვე დროა, საქართველო ნატოს წევრობისათვის მოემზადოს, რადგან მას ამისათვის ყველა აუცილებელი პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს“.
აშშ-სთან ერთად საქართველოს გაწევრიანების მთავარი ლობისტის როლს ასრულებს ლიტვა, რომელიც ღიად გამოდის ანტირუსული ლოზუნგებით. ამ დღეებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ვილნიუსში იმყოფებოდა და ლიტველ კოლეგასთან რაიმუნდას კარობლისთან მოლაპარაკება გამართა. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ“, - განაცხადა ამ უკანასკნელმა და გვირჩია: თავდაცვის სფეროში რეფორმები აუცილებელია როგორც ალიანსში ინტეგრაციისათვის, ისე თვით ქვეყნის  თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის“.
რუსი ექსპერტები განგაშს ტეხენ: საქართველოს ნატოში შესვლამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონს, ის ხომ ერთადერთია ამიერკავკასიის სამი რესპუბლიკიდან, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის ყველა რეგიონს ესაზღვრება კრასნოდარის მხარიდან დაღესტნამდე. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ანალიტიკოსები შემთხვევით როდი ამუშავებენ ლენგლიში საქართველოს ტერიტორიის პლაცდარმად გამოყენების გეგმას ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის მუსლიმანური რესპუბლიკების წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობისათვის.
ჯერ კიდევ 1990-იან წლებში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში დამუშავდა ჩრდილოეთ კავკასიაში დესტაბილიზაციის გამოწვევის ბრიტანულ-ამერიკული გეგმა შტორმი კასპიის ზღვაზე“. მისი ავტორები გვთავაზობდნენ კავკასიაში და კასპიის ზღვაზე აშშ-ი და ნატოსმშვიდობისმყოფელ“ სამხედრო ყოფნას ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონების რუსეთის გავლენის ორბიტიდან გამოსაყვანად.
ვაშინგტონმა უკვე ჩამოიხსნა ნიღაბი და ღიად მოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „დსთ-ს ყველა ქვეყანა, რუსეთის გამოკლებით, აშშ-ის სამხედრო პასუხისმგებლობის ზონას წარმოადგენს“. პენტაგონის წინაშე დგას ამოცანა - უზრუნველყოს კონტროლი მილსადენებზე, რომლებიც კასპიის რეგიონს ევროპის ქვეყნებთან აკავშირებს. და საქართველოს ნატოში შესვლა, როგორც თეთრ სახლში მიაჩნიათ, ამ ამოცანის უმოკლეს დროში გადაწყვეტის საშუალებას მისცემს.
წყარო: Pravda.Ru
თარგმანი: საქინფორმი