საზოგადოება
ბორჯომის ტყის აღსადგენად შეგროვებულ 403 214 ლარში საქართველო-ირლანდიის თამაშიდან შემოსული თანხაც შევიდა

      საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველო-ირლანდიის 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე, რომელიც 2 სექტემბერს გაიმართა, ქველმოქმედებისთვის დაახლოებით 102 ათასი ლარი შეგროვდა. ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში განუცხადეს.
შესაბამისად, 2017 წლის 29 სექტემბერს გამართული საქველმოქმედო მატჩის - მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა, რომელიც ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება, დაახლოებით 301 ათასი ლარიათამაშის დასრულების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორჯომის ტყის აღსადგენად 403 214 ლარი მხოლოდ გასულ პარასკევს საქველმოქმედო მატჩზე - მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის შეგროვდა.