საზოგადოება
მადლობა ყველას, ვინც ამ შეხვედრაზე მოსვლით ბორჯომის ტყის აღდგენაში თავისი წვლილი შეიტანა! - კახა კალაძე

      საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. „დინამო-არენაზე“ გასულ პარასკევს გამართული საქველმოქმედო მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახ კალაძემ თამაში შეაფასა და მადლობა გადაუხადა გულშემატკივარს, რომელმაც ბორჯომის ტყის აღდგენაში თავისი წვლილი შეიტანა.
მშვენიერი შეხვედრა იყო, ბევრი ძველი მეგობარი ვნახე. იმედია, გულშემატკივარი ფეხბურთის ვეტერანი ვარსკვლავების ხილვით და თამაშით კმაყოფილი დარჩა. დიდი მადლობა თითოეულ იმ გულშემატკივარს, რომელმაც დღეს სტადიონზე მოსვლით ბორჯომის ტყის აღდგენაში თავისი წვლილი შეიტანა“, - აღნიშნა კალაძემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერობის კანდიდატი ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელთა აზრითაც, ამ შეხვედრის ჩატარება და უცხოელი ვარსკვლავების ჩამოყვანა საარჩევნო მიზნებს ემსახურებოდა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა იყო. მომიკითხეთ - განაცხადა კალაძემ ამ არასამთავრობოების შესახებ.