პოლიტიკა
"ჩვენ მიმოვიხილეთ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ის წვრთნები, რომელიც იქ ტარდება და ის სირთულეები, რომლებიც აქვთ ჩვენს მოქალაქეებს ოკუპირებულ რეგიონებში“ - მარგველაშვილი

      საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრა კონსტრუქციული იყო და მხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. უშიშროების საბჭომ შეიარაღებული ძალების რაოდენობა 2018 წლისთვისაც 37 000 დატოვა.
ეს დოკუმენტი შეიქმნა და გადაეგზავნა პარლამენტს დასამტიცებლად. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ნატოსთან თანამშრომლობის ფორმატებზე და იმ პროგრესზე, რომელიც არსებობს ამ მიმართულებით. ვისაუბრეთ ნატოს მომავალი სამიტის დაგეგმვის პროცედურებზე, საქართველოს თავდაცვის გეგმაზე“, -  განაცხადა, აგრეთვე, გიორგი მარგველაშვილმა.