აქტუალური
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ავღანეთში ჩავიდა

      საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. ბატალიონს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილი და II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ბექა ამბროლაძე დახვდნენ და მშვიდობისმყოფელებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს.
III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ავღანეთში მყოფ II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონს როტაციის წესით ჩაანაცვლებს და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში 6 თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.