უცხოეთი
ტრამპმა რუსეთთან, ჩრდილოეთ კორეასა და სირიასთან კულტურის სფეროს დაფინანსება აკრძალა

      საქართველო, 2 ოქტომბერი. საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონლად ტრამპმა ერთი წლით გაახანგრძლივა რამდენიმე სახელმწიფოსთან კულტურული და საგანმანათლებლო კავშირებზე დაწესებული შეზღუდვა მათ შორის რუსეთთანაც. ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდი იუწყება.
შეერთებული შტატები 2018 წელს ერიტრეის, ჩრდილოეთ კორეის, რუსეთის და სირიის ოფიციალურ პირებს და მთავრობის წარმომადგენლებს არ გაუწევენ არაჰუმანიტარულ დახმარებას და საგანმანათლებლო და კულტურის დარგში დაფინანსებას არ გამოუყოფენ.“- ნათქვამია განკარგულებაში. ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ თუკი ეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის, მოსკოვთან თანამშრომლობა შესაძლებელია.
30 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლითაც რუსეთის, ირანის და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უფლებამოსილებებია განსაზღვრული. მემორანდუმის მიხედვით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კურატორად დაინიშნა.
აშშ-მა, ევროკავშირმა და რამდენიმე სხვა სახელმწიფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2014 წელს დააწესეს. ამის მიზეზი აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებული კონფლიქტი და მოსკოვის მიერ ყირიმის მიერთება გახდა.
2 აგვისტოს პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას მოაწერა ხელი. კანონი ფინანსურ ინსტიტუტებს და ნავთობისა და გაზის კომპანიებს ეხება.

imedinews.ge