საზოგადოება
ე.წ. სამოქალაქო სექტორი - პრეზიდენტ მარგველაშვილს: "დაადე!"

      საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური ინსტიტუტები და იურისტები საქართველოს პრეზიდენტს, ვენეციის კომისიის, რელიგიური გაერთიანებების, არასამთავრობო და აკადემიური ორგანიზაციებისა და იურისტების პოზიციების გათვალისწინებით, კონსტიტუციის პროექტის მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.
სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის პროექტი საქართველოს პარლამენტს განსახილველად უნდა დაუბრუნდეს, რათა არ დაუშვან რელიგიის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის გაუარესება.
არასამთავრობოები გიორგი მარგველაშვილს წერილით მიმართავენ, გამოიყენოს ვეტო კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის იმ ნაწილთან მიმართებით, რომელიც რელიგიის თავისუფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებს აუარესებს.