პოლიტიკა
მეორე მხარეს დგას პრეზიდენტი თავის ე.წ. 20 პარტიასთან ერთად, თუმცა საქართველოში 20 პარტია არ არსებობს! - ირაკლი კობახიძე

      საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. ბუნებრივია, დადებითად ვერ შევაფასებ იმ პროცესებს, რომელიც წარიმართა ცოტა ხნით ადრე კონსტიტუციის მიღებამდე. ჩვენ გვედავებოდნენ იმას, რომ ნაჩქარევად მოვამზადეთ რაღაც დოკუმენტი, ამ დროს თვითონ სამ-ოთხ დღეში დაწერეს ახალი კონსტიტუცია პრეზიდენტმა და . 20-მა პარტიამ. ეს არის შერაცხული . თანხმობის დოკუმენტად, მაშინ, როდესაც ჩვენს დოკუმენტს მხარს უჭერს 150-დან 117 დეპუტატი, 8-დან 5 საპარლამენტო პარტია! მეორე მხარეს დგას პრეზიდენტი თავის 20 პარტიასთან ერთად, ანუ ე.წ. ოპოზიციასთან - ეგრეთ წოდებულთან, იმიტომ რომ კარგად ვიცით, რომ საქართველოში 20 პარტია არ არის! - რომელსაც აქვს თავის სუბიექტური ინტერესები და მათ მიერ მომზადებულ დოკუმენტს უწოდებენ თანხმობის დოკუმენტს. ბუნებრივია, ამას ჩვენი მხრიდან პოზიტიური შეფასება ვერ ექნება", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.