საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი (მეტსახელად "დაუნ ვი დიკტეიტე") ამას პოლიტიკური მოტივით ხსნის და საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლებს ემუქრება - გუგავა მოვაო!
სააკაშვილის მარიონეტის - ნათელაშვილის აბსურდული განცხადებით, დიდი ბრიტანეთის საელჩო და ბრიტანელი პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილს ლობირებენ და ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ მუშაობენ. ლეიბორისტული პარტია ბრიტანეთის საელჩოსთან ურთიერთობას წყვეტს, ვიდრე ინგლისის დედოფალი პირადად ნათელაშვილს ოფიციალურ ბოდიშს არ მოუხდის!
ნათელაშვილი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისგანაც მოითხოვს, დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვისი მეშვეობითაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო იმართება! ნათელაშვილის განმარტებით, ის ინგლისში ჩასვლასა და ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე სკოტლანდ იარდისთვის ჩვენების მიცემას აპირებდა, მაგრამ დიდი ბრიტანეთის მთავრობა ნათელაშვილს მისი ინგლისურის გამო ქვეყნისთვის სახიფათო პერსონად მიიჩნევს...