უცხოეთი
პუტინი: აშშ ქიმიური იარაღის ლიკვიდაციის პირობებს არ ასრულებს

      საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ქიმიური იარაღის განადგურების პირობებს არ ასრულებს.
"როგორც ცნობილია, ქიმიური იარაღის მფლობელები ზუსტადაც, რომ რუსეთი და აშშ იყო. ამერიკელები არ ასრულებენ ქიმიური იარაღის განადგურების პირობებს და მისი ლიკვიდაციის თარიღები უკვე სამჯერ გადაიტანეს. ამასთან, მათი არგუმენტი ფინანსური უსახსრობაა", - აცხადებს პუტინი.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ქიმიური იარაღის მარაგი საკუთარ ტერიტორიაზე გაანადგურა. ლიკვიდაცია უდმურტიაში, ობიექტ "კიზნერზე" განხორციელდა.
განადგურება ადამიანის მონაწილეობის გარეშე ხორციელდებოდა, ამიტომ ჟურნალისტები ამ პროცესს სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანზე აკვირდებოდნენ.

imedinews.ge