უცხოეთი
აშშ-ის სენატმა რუსეთში ახალ ელჩად ჯონ ჰანთსმენი დაამტკიცა

      საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. ცოტა ხნის წინ აშშ-ის სენატმა რუსეთში ახალი ელჩი ჯონ ჰანთსმენი დაამტკიცა. მან ამ პოზიციაზე საქართველოსთვის კარგად ცნობილი ჯონ ტეფტი შეცვალა.
ჯონ ჰანთსმენი 1992-1993 წლებში იყო სინგაპურში აშშ-ის ელჩი, 2005-2009 წლებში - იუტის შტატის გუბერნატორი, 2009-2011 წლებში - ჩინეთში ელჩი. 2011 წლის მაისში განაცხადა, რომ პრეზიდენტობისთვის იბრძოლებდა, 2012 წლის იანვარში კი, გადაიფიქრა და მხარდაჭერა მიტ რომნის გამოუცხადა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს საკმაოდ კრიტიკული იყო რუსეთის მიმართ და შეცდომად მიიჩნევდა გადატვირთვის პოლიტიკას.
რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი 2014 წლიდან ჯონ ტეფტი იყო.
ჰანთსმენის რუსეთში ელჩად შესაძლო წარდგენასთან დაკავშირებით ინფორმაცია დაახლოებით 2 თვის წინ გავრცელდა.

imedinews.ge