პოლიტიკა
თბილისში ქალებს აუპატიურებენ, ძარცვავენ, საგზაო წესებს არ იცავენ, ქუჩაში ტუალეტები არ არის! - დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველო-უელსის თამაშზე დასწრების მსურველ ბრიტანეთის მოქალაქეებს აფრთხილებს

      საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში 2017 წლის 6 ოქტომბერს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საქართველო-უელსის მატჩზე დასწრების მსურველ საკუთარ მოქალაქეებს რეკომენდაციებს აძლევს.
კერძოდ, საელჩო რეკომენდაციის სახით ქალებს მოუწოდებს, ღამის საათებში ქუჩაში ტაქსის გაჩერებისგან თავი შეიკავონ, ძარცვის ინციდენტების გამო.
საელჩო ასევე აფრთხილებს შშმ პირებს, რომ ქალაქის ქუჩებში ეტლით გადაადგილებისთვის ინფრასტრუქტურა სათანადოდ არ არის მოწყობილი
საელჩოს ცნობით, კრიმინალის დონე თბილისში დაბალია, თუმცა პერიოდულად ადგილი აქვს ძარცვას ხალხმრავალ ადგილებში, საღამოს საათებში. საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებს, ქუჩაში გადაადგილებისას თან არ იქონიონ დიდი თანხა.
ასევე, ვრცელდება გაფრთხილება ტაქსის მძღოლების მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ ინციდენტებთან დაკავშირებით.
სევე, საელჩო ურჩევს, გამოიჩინონ ყურადღება გზის გადაკვეთისას, რადგან შუქნიშანზე წითელი ფერი და ზებრა გადასასვლელი არ ნიშნავს, რომ მძღოლი მოძრაობას შეაჩერებს. ავარიები საკმაოდ ხშირ მოვლენაა, რაც, ძირითადად, მოძრაობის წესების დარღვევით არის განპირობებული.
ქალაქში არ არის საზოგადოებრივი ტუალეტები, - ვკითხულობთ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ ბრიტანელი მოქალაქეებისთვის გავრცელებულ რეკომენდაციებში.