საზოგადოება
კახა კალაძე ჩუღურეთის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო

      საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. კახა კალაძე ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას შეხვდა, ასევე, წინამძღვრიშვილის N121-ში მცხოვრებ დევნილ ოჯახებსაც  შეხვდა  და მათ საჭიროებებს გაეცნო.
 „ძველი თბილისის რეაბილიტაცია არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი. ამისათვის 4 წლის განმავლობაში 500 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამ პროცესში გათვალისწინებული იქნება ჩუღურეთის რაიონში ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციაც“ - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.
„გვაქვს ამბიცია იმის, რომ  4 წელიწადში ქალაქში რადიკალური განსხვავება იყოს ეკოლოგიური თვალსაზრისით. ამისთვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა. ახალი მწვანე სივრცეების შექმნისა და არსებული პარკებისა თუ სკვერების რეაბილიტაციის გარდა, ამ მიმართულებით დიდი მნიშვნელობა მიენიჭება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, რადგან გამონაბოლქვი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“, - აღნიშნა კალაძემ.
კახა კალაძესთან ერთად მოსახლეობას ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი რიმა ბერაძე და საკრებულოს წევრობის კანდიდატები ირაკლი ზარქუა და ბექა დავითულიანი შეხვდნენ.