საზოგადოება
კახა კალაძე: „ოკუპაციაც და ძმათა მკვლელი ომიც საერთო იყო და ჩვენი საერთო ტკივილია“

      საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან განცხადება გააკეთა.
„1993 წლის 27 სექტემბერს კიდევ ერთი ცრემლიანი და სისხლიანი დღე ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში. საქართველო იყო ყველა კუთხის სახლი - დაწყებული აფხაზეთით, დამთავრებული სამაჩაბლოთი. საუკუნეებია, ერთი წინაპარი გვყავდა, ერთი მონარქია, ერთი სამშობლო გვქონდა. ის ოკუპაციაც და ძმათა მკვლელი ომიც საერთო იყო და ჩვენი საერთო ტკივილია. ვუსამძიმრებ ყველა დაღუპული ადამიანის ოჯახს, ახლობლებს. ეს არის თითოეული ჩვენგანის გულისტკივილი. მჯერა, რომ შევძლებთ, დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზეთი და სამაჩაბლო“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.