სამართალი
“ვერასოდეს გამტეხთ!

      საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. „ციანიდი პატრიარქისთვის“ საქმის კიდევ ერთი სკანდალური ჩანაწერი - ინგა გრიგოლიას თოქშოუ "რეაქცია" დეკანოზ გიორგი მამალაძის მორიგ წერილს აქვეყნებს. დეკანოზი სასულიერო პირებს მიმართავს და აცხადებს, რომ განხორციელებული "შტურმის სამიზნე" არა ის, არამედ საქართველოს ეკლესიაა. "ორი ადამიანის ხუმრობანარევი კერძო საუბარი გახდა ბრალდების და განაჩენის საფუძველი," - აცხადებს წერილში მამალაძე (ვიდეო იხ. აქ).
დეკანოზი წერს, რომ ეკლესიის მტრებს თანამზრახველები ეკლესიაშივე აღმოაჩნდათ. მამა გიორგი მამალაძე ქორეპისკოპოს იაკობის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, მეუფე იაკობი თავის განცხადებებში მიანიშნებს, რომ მას "ციხეშიც მიწვდება". მამა გიორგი მამალაძე მეუფე იაკობს მიმართავს, რომ მას ვერასდროს გატეხს.