საზოგადოება
სკანდალი სიმღერის - "გამარჯობა, აფხაზეთო შენი" ირგვლივ

zumbaსოციალურ ქსელებში "იუთუბსა" და "ფეისბუქზე" ბოლო დღეებში ახალი ვიდეო აიტვირთა. ამ ვიდეოში გალაკტიონის ცნობილ ლექსზე სიმღერას არა ზუმბა ან ქართული ესტრადის წარმომადგენლები, არამედ მომღერალთა გუნდი ასრულებს.

სიმღერისთვის მუსიკა კომპოზიტორმა გოგი ჩლაიძემ დაწერა აფხაზეთის ომის დასრულებიდან სულ ცოტა ხანში სოხუმის თეატრის მიერ დადგმული სპექტაკლისთვის "ზღვა, რომელიც შორია". სწორედ ამ სპექტაკლში გამოიყენეს ეს სიმღერა პირველად.

"პატრინოტის" კონკურსზე ზუმბას სიმღერამ "გამარჯობა, აფხაზეთო შენი" გაიმარჯვა, რაზეც შემდეგ ცნობილი კლიპი გადაიღეს. მუსიკის ავტორად ზაზა კორინთელი იყო მითითებული. კონკურსში ამ სიმღერის გამარჯვების შემდეგ მუსიკოსთა წრეში მცირე სკანდალი მოხდა, მაგრამ არ გახმაურებულა. ზუმბა პლაგიატობაში დაადანაშაულეს და გოგი ჩლაიძის მუსიკის მითვისებაში დასდეს ბრალი. ამ თემაზე საუბარი ბოლო დღეებში ისევ განახლდა.

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ კომენტარებში ნათლად ჩანს, რომ, როგორც მოყვარულების, ასევე პროფესიონალი მუსიკოსების მოსაზრება პლაგიატის ბრალდებასთან დაკავშირებით ორად იყოფა.

მომღერალ ზაზა კორინთელის აზრით, ის სიმღერა, რომლის მუსიკის მითვისებაშიც ადანაშაულებენ, აბსოლუტურად განსხვავდება მისი სიმღერისაგან და გალაკტიონის ლექსზე სიმღერის დაწერა არავის ექსკლუზივი არ არის.