პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარემ ის მიზეზები ახსნა, რის გამოც საარჩევნო სისტემის პროპორციულ წესზე 2024 წლიდან გადასვლას დაუჭირა მხარი

      საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. ჩემი პრინციპული პოზიცია იყო ის, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე. ოპოზიციის არათანმიმდევრლობის და არასწორი პოზიციის გამო შეუძლებელი გახდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლისთვის... ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო უმრავლესობაში და ამის ესახებ ღიად ვუთხარით ოპოზიციას. როგორც კი დავბრუნდით ვენეციიდან, ჩვენ შევხვდით უმცირესობის წარმომადგენლებს და ვთხოვეთ მხარდაჭერა. მათგან მივიღეთ ცივი უარი. ეს გახდა მიზეზი ზუსტად იმისა, რომ ვერ შედგა კონსენსუსი 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძე.