პოლიტიკა
„დოკუმენტი, რომელიც უნდა უძლებდეს საუკუნეებს, ვერ უძლებს საათებს. მიღებიდან რამდენიმე საათში გვთხოვენ, შევცვალოთ ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა მიიღო“ - ანა დოლიძე

      საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პარლამენტის თავმჯდომარის პრეზიდენტისადმი შეთავაზებას. ვითარება სამწუხაროა და წარმოუდგენელია ასეთი მნიშვნელობის დოკუმენტთან მიმართებაში. თუმცა, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუტი, ბუნებრივია, გავმართავთ კონსულტაციებს, მათ შორისქართულ ოცნებასთანდა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, რადგან პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლის შესაძლებლობას", - განაცხადა ანა დოლიძემ
უმრავლესობა პრეზიდენტს ვეტოს მხოლოდ ორ ნაწილზე დადებას ურჩევს. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ვეტოს მხოლოდ იმ ნაწილებზე გამოიყენებს, რომლებიც ბონუსის სისტემის გაუქმებასა და ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნებას შეეხება.
2017 წლის 26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. ამით ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმის ათთვიანი პროცესი დასრულდა.