უცხოეთი
სასამართლომ სააკაშვილის ძმას უკრაინაში ცხოვრების უფლება აღუდგინა

      საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. კიევის პეჩერის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის მიგრაციული სამსახურის გადაწყვეტილება გააუქმა და მიხეილ სააკავილის ძმას, დავით სააკაშვილს, უკრაინაში ცხოვრების უფლება მისცა. ინფორმაციას ადვოკატი პაველ ბოგომაზოვი ავრცელებს.
დავით სააკაშვილს უკრაინის ნებაყოფლობით დატოვება 2 სექტემბერს დაავალდებულეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დეპორტაციით დაემუქრნენ.
სააკაშვილის ძმა დეპორტაციის პროცესის დასაწყებად მიგრაციულ სამსახურში იმავე დღეს გადაიყვანეს. მიზეზად დავით სააკაშვილისთვის უკრაინაში მუშაობის უფლების გაუქმება დაასახელეს, რის საფუძველზეც ის უკრაინის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. გადაწყვეტილება ადვოკატებმა გაასაჩივრეს.

info9.ge