საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინის სამხედრო პროკურატურამ ვინიცის ოლქში, კალინოვკაში მდებარე სამხედრო საწყობის ტერიტორიაზე ხანძარს დივერსიის კვალიფიკაცია მიანიჭა. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცახდა. ამასთან, მომხდართან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სამხედროების საგანგებო თათბირი დანიშნა.
კალინოვკაში მდებარე სამხედრო საწყობში ხანძარი ადგილობრივი დროით დაახლოებით 22.00 საათზე გაჩნდა, რასაც აფეთქებები მოჰყვა. ყოველ წუთში საწყობის ტერიტორიაზე სამი აფეთქება ხდებოდა. ამჟამად აფეთქებების ინტენსივობა შედარებით შემცირდა.
საწყობიდან ხუთი კილომეტრის რადიუსიდან ევაკუირებულია 30 ათასამდე ადამიანი. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია ორი ქალი.
კალინოვკას სამხედრო საწყობი უკრაინის შუაგულში, კიევიდან დაახლოებით კილომეტრში მდებარეობს. საწყობიდან 50 კილომეტრის რადიუსში აიკრძალა ფრენები. გადაკეტილია ყველა ავტომაგისტრალი, შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა.
საწყობის ტერიტორიაზე ზალპური ცეცხლის სისტემების, „სმერჩისა“ და „გრადის“ ტიპის რაკეტები ინახებოდა, სულ 138 ათასი ტონა საბრძოლო მასალა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოებში 691 ადამიანი და 149 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს.
accent.com.ge