უცხოეთი
ინგუშეთში დოკუ უმაროვის საფლავი იპოვეს

     საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. ჩრდილოკავკასიაში მოქმედი ბანდფორმირების ხელმძღვანელის, დოკუ უმაროვის საფლავის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. ინფორმაციის თანახმად, უმაროვთან ერთად დაკრძალული იყო მისი ბანდის ოთხი წევრი.
დოკუ უმაროვი თანამებრძოლებთან ერთად 2013 წელს, ერთ-ერთი შეტაკებისას  მოკლეს, თუმცა, მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად მხოლოდ 2014 წელს დადასტურდა. მას შემდეგ, უმაროვთან დაკავშირებით არაერთი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა.
უმაროვის საფლავის აღმოჩენის ფაქტს დღეს ინგუშეთის ლიდერი, რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. კადიროვის განცხადებით, ჩრდილოეთ კავკასიის #1 ტერორისტის, დოკუ უმაროვის ლიკვიდაცია გადამწყვეტი აღმოჩნდა ტერორიზმთან ბრძოლაში.
უმაროვი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია ,,იმარატ კავკაზის" ლიდერი და ხელმძღვანელი იყო. ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი შეიარაღებული ორგანიზაცია  არაერთ ტერაქტში იყო ბრალდებული, მათ შორის, ნევსკი ექსპრესის დაბომბვის, მოსკოვის მეტროსა და დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი აფეთქებების უკან, სწორედ უმაროვის მეომრები მოიაზრებოდნენ.

mediamall.ge