საზოგადოება
სამწუხაროდ, ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს ერთი პარტიის დოკუმენტია, რაც სრულებითაც არ არის ასე - პრემიერი კვირიკაშვილი

      საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
„განხილვების პროცესში მონაწილეობდნენ პარტიები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები. და ასეთი პროცესი, თავისთავად, იყო უპრეცედენტო, იმიტომ რომ ჩვენ მომსწრე ვართ იმ პარტიების მმართველობის პერიოდის, რომლებიც დღეს ჩვენ გვაკრიტიკებენ ე.წ. კონსენსუსის ნაკლებობისა თუ უქონლობის გამო, როდესაც კონსტიტუციების მიღებისას საერთოდ მსგავსიც კი არაფერი ყოფილა საქართველოში ასეთი განხილვების სახით. დოკუმენტი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, არის ვენეციის კომისიის მიერ შეფასებული, როგორც "დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებს", - განაცხადა, კერძოდ, კვირიკაშვილმა.