საზოგადოება
იანდექს ტაქსი ჩამოვიდა რუსთავში

      საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. ინტერნეტი, 2017 წლის 26 სექტემბერი. რუსთავში დაიწყო მუშაობა იანდექს ტაქსის სერვისმა. ახლა ქალაქის მაცხოვრებლებს შეუძლიათ გამოიძახონ ტაქსი მობილური აპლიკაციის მეშვეობით ან web-გვერდზე.
ტაქსის გამოძახებისთვის არ არის საჭირო სადისპეჩეროში დარეკვა: იანდექს ტაქსი ავტომატიურად დაადგენს თქვენს ადგილმდებარეობას და შესთავაზებს შეკვეთას იმ მძღოლს რომელიც ყველაზე მალე მოვა გამოძახებაზე. საშუალო ლოდინის დრო რუსთავში შეადგენს 5 წუთს. ავტომობილის მოახლოების პროცესს შეგიძლიათ ადევნოთ თვალი პირდაპირ აპლიკაციაში.
რუსთავში მოქმედებს ერთიანი ტარიფი: მინიმალური მგზავრობის ფასი არ აღემატება 2 ლარს, მასში შედის ავტომობილის მიწოდება და 3 კილომეტრი გზა, შემდეგ არა უმეტეს 40 თეთრი ერთ კილომეტრზე. მაგალითად, 2 ლარად შეიძლება იმგზავროთ მე-19 მიკრორაიონიდან იუსტიციის სახლამდე. ქალაქგარეთ გასვლისას ერთი კილომეტრი ღირს არა უმეტეს 1 ლარი. დაახლოებით მგზავრობის ფასს მომხმარებელი ხედავს წინასწარ, როდესაც მიუთითებს დანიშნულების მისამართს.
ჩვენი ტექნოლოგიები და ალგორითმები აუმჯობესებენ ტაქსის მომსახურეობას, თქვენ შეგიძლიათ იმგზავროთ უფრო იაფად და უფრო მოსახერხებელად. სისტემა გადასცემს შეკვეთას უახლოეს მძღოლს, რის შედეგადაც ავტომობილის მიწოდების დრო და მომსახურების ღირებულება მცირდება. დღეს ჩვენ ყველაზე ხელმისაწვდომი ტარიფები გვაქვს რუსთავში”, - იძახის იანდექს ტაქსის საერთაშორისო განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი მუშეგ სააკიანი.
იანდექს ტაქსი არ მუშაობს პირდაპირ მძღოლებთან, თანამშრომლობა ხდება მხოლოდ ტაქსოპარკებთან და სადისპეჩერო სამსახურებთან. შეკვეთების განაწილების დროს აპლიკაცია ითვალისწინებს მძღოლის რეიტინგს, რომელიც გათვლილია მომხმარებლების ნიშნების და შესრულებული შეკვეთების სტატისტიკის საფუძველზე. ამჟამად რუსთავში სერვისში ჩართულია 70 ავტომობილი სამი პარტნიორის ტაქსოპარკიდან.
იანდექს ტაქსის უფასო აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS და Android-ზე, შეკვეთის ღირებულება შესაძლოა დაითვალოს web-გვერდზე.
იანდექს ტაქსის სერვისი მუშაობს საქართველოში, რუსეთში, ბელარუსში, სომხეთში, მოლდოვაში და ყაზახეთში. საერთო ჯამში, 200 000-ზე მეტი მძღოლია ჩართული სერვისში.