აქტუალური
ესპანეთში ექვსი პირი მედიკამენტების უკანონო რეალიზების ბრალდებით დააკავეს, მათ შორის ორი ქართველია

      საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. ბარსელონაში დაკავებული ეროვნებით ქართველების ვინაობა არ სახელდება. ცნობილია, რომ მათი საცხოვრებლის ჩხრეკისას ამოღებულია ყალბი ლიტვური პასპორტები, 27 ერთეული იარაღი და სხვა საბრძოლო საშუალებები.
სპეცოპერაცია არარეგისტრირებული მედიკამენტებისა და ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტის მეშვეობით უკანონო გავრცელების საქმეზე ინტერპოლმა 123 ქვეყანაში ჩაატარა.
გამოძიების ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში ამოღებულია .. სქესობრივი დისფუნქციისა და წონის კორექციისთვის განკუთვნილი დიდი რაოდენობით მედიკამენტები და ნარკოტიკული საშუალებების შემცველი პრეპარატები.