აქტუალური
აფეთქება საქართველო-დაღესტნის საზღვარზე - შსს-ს კომენტარი

      საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. მიმდინარე წლის 25 სექტემბერს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის N5 სამმართველოს (ლაგოდეხი) N5 სექტორის (შილდა) დისლოკაციის ადგილზე მოხდა გაზის ბალონის აალება.
მიღებული დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა სასაზღვრო პოლიციის II ჯგუფის სპეციალისტი (უფროსი მესაზღვრე), უფროსი ლეიტენანტი ლაშა ჩუბინიძე. შემთხვევის შედეგად დაშავდა სასაზღვრო პოლიციის სამი მოსამსახურე, რომელთაც სხვადასხვა ხარისხის დამწვრობები აღენიშნებათ. ისინი მკურნალობის კურსს კლინიკაში გადიან.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს.