უცხოეთი
"ექიმები ძალიან ცუდ პროგნოზს აკეთებენ" - ჯონ მაკკეინი კიბოს დიაგნოზზე საუბრობს

      საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკელი, რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელიც ტვინის სიმსივნეს ებრძვის, CBS-სთან საკუთარ დიაგნოზზე საუბრობს და აცხადებს, რომ დავადება „ძალიან, ძალიან სერიოზულია“ და „ექიმები ძალიან ცუდ პროგნოზს აკეთებენ.“
„ახლა , რაც შეგვიძლია , ყველაფერს ვაკეთებთ, ვმკურნალობ საუკეთესო ექიმებთან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ჩემთვის და ამავდროულად, მადლობელი ვარ შესანიშნავად გატარებული ცხოვრებისთვის“ - ამბობს სენატორი.
მაკკეინმა, ოპერაციიდან 11 დღეში, სენატში დაბრუნების დღეც გაიხსენა.
„ძალიან ღრმად ჩავისუნთქე... და შემდეგ, თქვენც ხომ იცით, ყველა ფერზე წამოდგა და ჩამეხუტა. ეს ძალიან ამაღელვებელი იყო, მსგავსი რამ არასოდეს მინახავს“ - იხსენებს მაკკეინი.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ ამერიკელ სენატორს, 80 წლის ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე, გლიობლასტომა დაუდგინდა.
როგორც სენასტორის ოფისი იტყობინება, მას თვალთან ქირურგებმა შედედებული სისხლი ამოკვეთეს. ქსოვილების ანალიზმა აჩვენა, რომ წარმონაქმნის პირველწყარო გლიობლასტომაა.
შედედებული სისხლი მაკკეინს იმ ადგილთან ახლოს აღმოუჩინეს, სადაც მას 2000 წელს მელანომა, ანუ კანის კიბო ჰქონდა. სულ პოლიტიკოსს სამი მელანომა ამოკვეთეს სამივე ნულოვან სტადიაზე იყო.

 

newposts.ge