უცხოეთი
ბერძნული მედია 24 საათით გაიფიცა

      საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. ბერძნული მედია 24 საათით გაიფიცა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. დღეს დილის 6 საათიდან ხვალ დილის 6 საათამდე რადიოებსა და ტელევიზიებში ახალი ამბების გამოშვებები არ გავა, არ მუშაობს საინფორმაციო ვებგვერდებიც. გაფიცვის ორგანიზატორი ჟურნალისტების გაერთიანება ESHEA არის.
გაფიცული მედიასაშუალების წარმომადგენლები დამატებითი სოციალური დაზღვევის სისტემის შენარჩუნებას და მედიის თანამშრომლების შრომითი და სოციალური უფლებების დარღვევის შეწყვეტას ითხოვენ.
პროფკავშირებში ამბობენ, რომ მთავრობასთან და დამსაქმებლებთან ერთწლიანი მოლაპარაკებების შედეგად ვერ მოხერხდა იმ ფონდის (EDOEAP) გადარჩენა, რომლის საშუალებითაც ჟურნალისტები დამატებით პენსიებს, სამედიცინო მომსახურებას და ერთჯერად ფინანსურ დახმარებას იღებდნენ.
მედიის წარმომადგენლები ბოლოს 2017 წლის მაისში გაიფიცნენ.

 

imedinews.ge