სამართალი
ზემო ფონიჭალაში №206 საბავშვო ბაღის ფანჯრიდან ბავშვი გადმოვარდა

      საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. „ბავშვი, რომელიც თბილისში საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდა, სპეციალური საჭიროებების მქონეა, ის პირდაპირი გაგებით მომვლელს ხელიდან დაუსხლტა“, - განაცხადა საბავშვო ბაღის დირექტორმა მარინა გოგოლაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
ინციდენტი ორშაბათს, ზემო ფონიჭალაში №206 საბავშვო ბაღში მოხდა. ამ დროისთვის ბავშვი ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, მას სახის არეში ნაკაწრების გარდა, სხვა დაზიანებები არ აღენიშნება. დირექტორის სიტყვებით, ბავშვმა ბაღში სიარული გასულ კვირას დაიწყო და საკმაოდ უცნაურად იქცეოდა.
ჩვენ მშობლებს ვუთხარით, რომ ბავშვი უცნაურად იქცეოდა და ვთხოვეთ მისთვის ალტერნატიული ბაღის მოძებნა. ბავშვს მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს", — განაცხადა გოგოლაძემ.
საბავშვო ბაღის დირექტორის განმარტებით, მომვლელები ბავშვს ყურადღების გარეშე არ ტოვებდნენ. შემთხვევის დროს ბავშვი მომვლელს ეჭირა ხელში, რომელსაც ხელიდან დაუსხლტა და გადახტა", — აღნიშნა გოგოლაძემ.
ბავშვის მშობლები მასმედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა, პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მათი შვილი სპეციალური საჭიროებების მქონე არ არის. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ბაღის დირექტორს და რამდენიმე მომვლელს გარემოებების გარკვევამდე უფლებამოსილებები შეუჩერდათ.