პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ დაინიშნება

      საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი აკეთებს.
„საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, არ დანიშნოს რიგგარეშე სხდომა, იმიტომ რომ, პირველ რიგში, კონსტიტუციის პროექტს აქვს არაერთი ხარვეზიც, მათ შორის კი მთავარია ის, რომ ის არ არის თანხმობის დოკუმენტი. ამავე დროს, პროექტის შემუშავება მოხდა ნაჩქარევად და მასში არ არის გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. საბოლოოდ კი შედეგად ჩვენ ვიღებთ ერთპარტიულ დოკუმენტს. ამავე დროს, პროექტი ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოთა შორის ელემენტარულ ბალანსსაც კი და, შესაბამისად, ქმნის ერთპარტიული მმართველობის საფრთხეს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების მიზნით რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს გუშინ მიმართა.