პოლიტიკა
საპარლამენტო უმცირესობა კონსტიტუციური პროექტის მესამე მოსმენით განხილვას ბიოკოტს უცხადებს

      საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. კონსტიტუციასა და, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს, 26 სექტემბერს, მესამე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. შესაძლოა, დღესვე ბიუროს სხდომაც გაიმართოს, სადაც რიგგარეშე პლენარული სხდომის მოწვევის გადაწყვეტილებას მიიღებენ. რიგგარეშე სხდომას ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობა" დაესწრება, "ევროპული საქართველო" კი ბოიკოტს აცხადებს. ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის აპარატმა 24 სექტემბერს გაავრცელა.
„საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია, მესამე მოსმენით განიხილოს და კენჭი უყაროს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს. კანონპროექტის მესამე მოსმენა დაგეგმილია სამშაბათს, 26 სექტემბერს, 14:00 საათიდან, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე. აღნიშნული მიზნით, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, 14 საათზე, ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს“, - წერია განცხადებაში.