საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც “დემოკრატიული მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა აღნიშნა, აუდიტის სამსახურის მონაცემებით, "ევროპულ საქართველოს" ძალიან ბევრი შემოწირულება აქვს მიღებული.
"აუდიტის სამსახურის ბოლო თვის მონაცემებით, სულ შემოწირულობები პოლიტიკურმა პარტიებმა 4 800 000 ლარის ოდენობით მიიღეს, საიდანაც 4 500 000 (93%) - მმართველმა პარტიამ, ხოლო 287 000 (5%) "ევროპულმა საქართველომ" მიიღო. ყველა დანარჩენმა პარტიამ ერთად 25 000 ლარი (საერთო რაოდენობის 0,2 %) მიიღო. ეს მაჩვენებელი ასახავს იმას, თუ რეალურად ქვეყანაში არსებული ბიზნეს სექტორის პირობებში რომელი პარტიების დაფინანსებას "ბედავს" ბიზნესი. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც “ქართული ოცნების“, ისე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი მთავარი შემომწირველი არის დავით კეზერაშვილი, რომლის კუთვნილმა სარეკლამო კომპანიამ მთელი სარეკლამო ფართი "ქართულ ოცნებაზე" და "ევროპულ საქართველოზე" გადაანაწილა", - განაცხადა კახა კუკავამ.