საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების ზომები გააფართოვა და 8 ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში ჩასვლა აუკრძალა. პრეზიდენტის განცხადება თეთრი სახლის ვებგვერდზე გავრცელდა.
შეზღუდვები შეეხო ჩადის, ირანის, ლიბიის, ჩრდილოეთ კორეის, სირიის, ვენესუელის და იემენის მოქალაქეებს. ამასტან, მოგვიანებით ამ სიაში სომალიც დარჩება. ტრამპის განცხადებით, ასეთი რადიკალური ზომები იის გამო მიიღეს, რომ შეუძლებელია მიგრანტების შერჩევა იმის მიხედვით, ვინ არის უსაფრთხო და ვინ არა. პრეზიდენტი ვარადუდობს, რომ ეს აკრძალვა, პოტენციურ ტერორისტებს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლაში ხელს შეუშლის.
26 ივნისს აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ ნაწილობრიოვ ნება დართო პრეზიდენტ ტრამპს 6 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვები შემოეღო. ეს ქვეყნებია: ირანი, იემენი, ლიბია, სირია, სომალი და სუდანი. ამასთან, აიკრძალა ლტოლვილების მიღებაც.
imedinews.ge