უცხოეთი
იტალიასა და გერმანიაში საქართველოს 28 მოქალაქე დააკავეს

      საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. იტალიასა და გერმანიაში საქართველოს 28 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედიასაშუალება rainews-ი ავრცელებს.
როგორც იტალიური მედია წერს, იტალიის პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქართველების დაჯგუფება დააკავეს. პოლიციის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ნაქურდალი ნივთები ჩანს.|
სამართალდამცავებმა ქალაქ რეჯიო-ემილიაში ის საცავიც აღმოაჩინეს, სადაც მოპარული ნივთები საქართველოში გაგზავნამდე ინახებოდა.
გამოძიების ინფორმაციით, 2015 წლიდან დაჯგუფების წევრემა ტურინის, სავონას, ალესანდრიას, კუნეოსა და პავიას პროვინციებში სულ მცირე 85 სახლი და ოფისი აქვთ გაქურდეს.

 

imedinews.ge