საზოგადოება
საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. "თავდაცვა და უსაფრთხოება" - ახალი სასკოლო სახელმძღვანელო მოსწავლეებს საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს ასწავლის. მოსწავლეები რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს, ქვეყნის შეიარაღებული ძალების სტრუქტურას და ამოცანებს, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების თემებს გაეცნობიან. არჩევითი საგნის სტანდარტი თავდაცვის სამინისტროში ორი უწყების წარმომადგენლებმა განიხილეს.
"საქინფორმი" აფრთხილებს მშობლებსა და განათლების მინისტრს, რომ "რბილი ძალით" სკოლებში შეჭრა, ერთდღიანი პოლიტიკური კონიუნქტურისთვის ბავშვების არამდგრად ფსიქიკაზე ზეგავლენის მოხდენა ყოვლად მიუღებელია და აკრძალვას ექვემდებარება!