სამართალი
"ქართული ოცნების" საკრებულოს წევრობის კანდიდატმა "ევროპული საქართველოს" საკრებულოს წევრობის კანდიდატს მარნეულში დაკრძალვაზე სცემა!

      საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ აჰმედ იმამკულიევმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ფიზიკურ დაპირისპირებას წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა უძღოდა. "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლების განცხადებით, "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრობის კანდიდატი სოფელ სადახლოში როვშან ისკანდაროვი თანმხლებ პირთან, მარნეულის გამგეობის თანამშრომელ მუჰამედ ალ ბედიევთან ერთად, თავს დაესხა "ევროპული საქართველოს" საკრებულოს წევრობის კანდიდატს ალი მამედოვს, რომელთან ერთადაც იმამკულიევი იმყოფებოდა. მისი თქმით, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი მამედოვთან ერთად საერთო ნაცნობის გასვენებაში აჰმედ იმამკულიევის ყოფნამ გააღიზიანა. იმამკულიევის თქმით, ალი მამედოვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.