საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ინდოეთის მოქალაქე დააკავეს
ქართველმა მესაზღვრეებმა ხელვაჩაურის რაიონში საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ინდოეთის მოქალაქე დააკავეს. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, დაკავებულია ჰარდჯინდერ სინგჰი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა სსსკ-ის 19, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. გამოძიებას ბათუმის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილება აწარმოებს.