პოლიტიკა
საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისიის დასკვნა დადებითია, კომისიას არ აქვს შენიშვნა პრეზიდენტის არჩევის წესსა და უშიშროების საბჭოს გაუქმებაზე

      საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა მიიღო. კობახიძის თქმით, ვენეციის კომისია ძალაში ტოვებს რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც ეხება რეგიონული პარტიების აკრძალვას.
"საქართველოს პარლამენტმა მიიღო წინასწარი დასკვნა ვენეციის კომისიისგან, რომელშიც უაღრესად დადებითად არის შეფასებული საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი. დასკვნაშია აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესით სრულდება საქართველოს პოლიტიკური სისტემის გარდაქმნა საპარლამენტო სისტემად და არის დადებითი ნაბიჯი ქვეყნის კონსტიტუციური სისტემის კონსოლიდიციის, გაუმჯობესების თვალსაზრისით. საკონსტიტუციო რეფორმა ეფუძნება დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ძირითადი უფლების დაცვის პრინციპებს. დასკვნაში დადებითად არის შეფასებული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის მიერ", -აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.