პოლიტიკა
საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები გაეროს ტრიბუნიდანაც ახსენეს. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გიორგი კვირიკაშვილის 16-წუთიანმა გამოსვლამ ყველა სფერო მოიცვა - პრემიერმა ილაპარაკა საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებზე, ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, კორუფციის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე და რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ ხელისუფლების სტრატეგიის ცენტრში მოქალაქეა.
აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ რეგიონებზე. მავთულხლართებით გაყოფილი სოფლები და დახურული ე.წ. გამშვები პუნქტები: 200-მდე ქვეყნის ლიდერების წინაშე პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ რუსეთმა 2017 წლიდან საოკუპაციო და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა გაააქტიურა.